19 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
COVID-19-ით საქართველოში 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ის 70 წლის მამაკაცი იყო, რომელიც მკურნალობის კურსს,  საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა. 

საერთო ჯამში 34-ე პაციენტის გარდაცვალების სტატისტიკა ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვებგვერდზე stopcov.ge აისახა. პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"მამაკაცი ქუთაისიდან 26 სექტემბერს გადმოიყვანეს. მას ფილტვის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ასევე ტუბერკულიოზი. დილით 10 საათზე საჭირო გახდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა ამის მიუხედავად გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა,"- განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ. 

 საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში 5,866 ინფიცირებულია.

დღის ამბები