27 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს - ოპოზიციამ ტრიბუნა კრიტიკისთვის, უმრავლესობამ კი მიღწევებზე საუბრისთვის გამოიყენა 

მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში, ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა გასული ოთხი წლის მუშაობის შედეგები შეაფასეს. ოპოზიციამ ტრიბუნა კრიტიკისთვის, ხელისუფლებამ კი მიღწევებზე საუბრისთვის გამოიყენა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის განცხადებით, ლარის კურსი ეკონომიკის ყველაზე კარგი საზომია. როგორც კობერიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" მეთაურს, მათ შორის გიორგი გახარიას, წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკის და ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება ჰგონია.

"ეკონომიკა არის განწყობები ბატონებო, ამ განწყობების მთავარი შემქმნელები უნდა იყოთ, მაგრამ არ შეგწევთ ამისი უნარი," - აცხადებს ლევან კობერიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეების არჩევის საკითხზე, რომელზედაც ბესელია რამდენიმე კოლეგასთან ერთად საუბრობდა, აღნიშნული ცვლილებების მიღება არ შეიძლებოდა.

"და უკვე პარლამენტის მუშაობის დასასრულს იძულების წესით და არა თქვენი სურვილით გაიძულებენ, რომ მიიღოთ გაცილებით უფრო უკეთესი ცვლილებები, ვიდრე ეს თქვენ გააკეთეთ მაშინ, როდესაც უყარეთ ძალიან ცუდ კანონს კენჭი," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ბუნებრივი უპირატესობების მიღმა, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია, პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა. ჯაშის თქმით, დღეს მხოლოდ მმართველ ძალას გააჩნია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შეუზღუდავი შესაძლებლობა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსები, ასევე საერთაშორისო ფინანსური დახმარება, მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ოპოზიციურ პარტიებს ეს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვთ.

დღის ამბები