27 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ხმაური საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ

ხმაური საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოლქში მიმდინარე პროცესებზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ოლქის თავმჯდომარემ თამაზ ფოლადაშვილმა ბლოკის წევრები შენობიდან გააძევა.

"არ მაძლევენ დასწრების უფლებას იმ მიზეზით, რომ მე მაქვს მხოლოდ უფლება დავესწრო საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს. ბუნებრივია ამაზე მქონდა პროტესტი და დავაფიქსირე ცესკოს ცხელ ხაზზეც, სადაც მიპასუხეს, რომ შევალ თუ არა ეს დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფოლადაშვილის ნება-სურვილზე, რაც ბუნებრივია კანონის უხეში დარღვევაა," – აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი #2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში ლია გიორგაძე.

როგორც თავად თამაზ ფოლადაშვილმა განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი, ხოლო პარტიის წარმომადგენლებს კანონით არ აქვთ უფლება დაესწრონ უბნების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების არჩევის პროცესს.

"ამ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს შესაბამის წარმომადგენელს. მხარეებს განემარტათ მათი უფლებამოსილებები, თუმცა როგორც იქცევიან და როგორც მოიქცნენ თქვენ თვითონ ხედავთ და ნახეთ. აქვს პროვოკაციას ადგილი და შეურაცხყოფებს, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას. გნებავთ შემობრძანდით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან და ესწრებიან სხდომებს, სად ხედავთ შეზღუდვას," - განაცხადა #2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ ფოლადაშვილმა.

დღის ამბები