27 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
"სახელმწიფო მოხელეები ჩადიან დანაშაულს, იმის გამო რომ ხვალ კვლავ იმ სკამებზე დასხდნენ" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სამარცხვინოს უწოდებს "ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას, რომლის თანახმადაც ისინი ამბობენ, რომ მარნეულში პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოწყობილი. 

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელწერა არ იცვლება და "ქართლი ოცნება" წინასაარჩევნოდ, ერთი და იმავე გეგმით მუშაობს, მათ შორის არის ძალადობა, სიების შედგენა, ამომრჩევლის დაშინება და ა.შ. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მუდმივად, ერთი და იმავე მეთოდებით  ხორციელდება ძალადობა, რაც უნდა შეწყდეს.

"ხელწერა იგივეა, ზუსტად ამ მეთოდებით. ჯერ ერთი წლით ადრე წინასაარჩევნოდ დამუშავება, სიების შედგენა, სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მასწავლებლების დაშინება, რომ მოხსნიან და მასწავლებელი შეეწირა ზუგდიდში. ოჯახებში შესვლა და სხვადსხვა ფორმით ზემოქმედება, მერე მოსყიდვა. მერე იწყება წინასაარჩევნოდ ზონდერების ამოქმედება და ბოლოს უკვე მთავრდება უბანთან მოკრიმინალო ელემენტების და კოორდინატორების თავმოყრა,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. 

"სახელმწიფო მოხელეები ჩადიან დანაშაულს, იმის გამო რომ ხვალ კვლავ იმ სკამებზე დასხდნენ და მოიპარონ ფული და ამათი მთავარი ამოცანაა ძალაუფლებაში დარჩენა, ბიუჯეტის ძარცვა და ა.შ. ხელისუფლების მიზანი არის ფული და ძალაუფლება, მით უმეტეს ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში,“ - აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები