ოთხი ქართველი მორაგბე რუსეთის ეროვნული ნაკრების 64 კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.
რუსეთის გუნდის მწვრთნელმა ლინ ჯონსმა ეროვნულ გუნდში ნიკოლოზ კაზალიკაშვილი, გიორგი როყვა, საბა გაბუნია და შაკო ოდიშარია გამოიძახა. საქართველოში ჩამოსვლამდე რუსები შეკრებას თურქეთში გაივლიან. 24 ოქტომბერს კი მოსკოვში ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, ზუსტად ერთ დღეში კი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
"ბორჯღალოსნებისა" და რუსეთის ეროვნული გუნდის მორიგი დაპირისპირება კი 1 ნოემბერს თბილისში გაიმართება.