02 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 800 000-ს გადააჭარბა - ინფიცირებისრეკორდული რიცხვი დაფიქსირდა ირანშიც

 მსოფლიოს ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს - ესპანეთი დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ის შემთხვევებმა 800 000-სს გადააჭარბა.

რთული ვითარებაა საფრანგეთშიც - ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1 400-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, რაც 28 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მონაცემები სწრაფად მატულობს გერმანიასა და ირლანდიაში. ცნობილია, რომ ირლანდიის მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ბოლო 24 საათში COVID-19-ის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა ირანშიც.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 117, თურქეთში 57, სომხეთში 7, აზერბაიჯანში კი 2 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები