05 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება​ - მინსკის ქუჩებში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მინსკის ქუჩებში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გავიდნენ.

აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო.

პარალელურად, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციის დაწესებაზე შეთანხმდა ევროკავშირი. ბელარუსში საპროტესტო ტალღა მესამე თვეა არ წყდება.

 

დღის ამბები