05 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19-ის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ევროპაში ისევ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა - ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19-ის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ დღეში ინფექციის 8 000-ზე მეტი შემთხვევა იყო საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში კი 13 000-ზე მეტი ფაქტი დადასტურდა.

ოქტომბრის დასაწყისიდან ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით განმეორებით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს, რომელსაც COVID პირველად აპრილში დაუდასტურდა, ვირუსი თვენახევარში მეორედ დაემართა და გაცილებით რთული ფორმით.

ჩინეთში კი ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად COVID-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ვირუსით 13 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. უკრაინაში კი კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 107 ადამიანი.

დღის ამბები