05 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის პრეზიდენტს ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 25 ოქტომბრამდე აძლევს

სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის პრეზიდენტს ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 25 ოქტომბრამდე აძლევს. ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ საზოგადოებას ქვეყანაში არსებული ძალადობა და უკანონობა ყელში ამოუვიდა.

ციხანოვსკაია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყდეს ქუჩებში ძალადობა, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და უპირველესად, ლუკაშენკომ განცხადება გააკეთოს თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

პარალელურად კი, ბელარუსში პოლიციამ საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მინსკის ქუჩებში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ისევ ითხოვენ.

დღის ამბები