05 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ 100 000-ს გასცდა

მსოფლიოში კორონავირუსის ლეტალობის მაჩვენებელი მილიონ 100 000-ს გასცდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 39 მილიონს აჭარბებს.

გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის რეკორდული 380 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 6000-ი პაციენტი. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან, კომენდანტის საათი დაწესდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

ახალი რეგულაციების შემოღების საჭიროება გაჩნდა გერმანიაშიც, ანგელა მერკელმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში ისევ რეკორდულად გაიზარდა.

ქვეყანაში 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეკორდულია ინფიცირების შემთხვევები იტალიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" 7 322-რ ადამიანს დაუდასტურდა.

დონალდ ტრამპის შემდეგ, "კოვიდ-19" დასძლია შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ და მისმა 14 წლის ვაჟმა.

ტრამპმა ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც სუპერმენი.

დღის ამბები