05 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა ბოლო 24 საათში - 6 000 გარდაცვლილი და 380 000-ზე მეტი ინფიცირებული

6 000 გარდაცვლილი და 380 000-ზე მეტი ინფიცირებული ბოლო 24 საათში - ეს კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაა. ევროპის ქვეყნების ლიდერები მეორე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ.

ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო, ანდრეი ბაბიშის თქმით, ვითარება უკიდურესად დამძიმდება, რაც ქვეყანაში საავადმყოფოების გადატვირთვას გამოიწვევს. ჩეხეთის მთავრობამ ნაწილობრივი კარანტინი უკვე აამოქმედა, დაიხურა სკოლები, ბარები და კლუბები, ასევე იზღუდება რესტორნების მუშაობა.

სულ მცირე 2 კვირით კარანტინი გახანგრძლივდა ისრაელშიც. ნაწილობრივ ჩაკეტვას აანონსებს ნიდერლანდები. მეორე ტალღის შესაჩერებლად 4 კვირის განმავლობაში სრულად დაიკეტება ბარები და რესტორნები.

პანდემიის გავრცელებას ვერ უმკლავდებიან ხორვატიაში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 793 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია და აკრძალულია 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით რუსეთსა და სომხეთში.

დღის ამბები