05 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
უკრაინელი ბლოგერი, რომელსაც ვირუსის არსებობის არ სჯეროდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

33 წლის უკრაინელი ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორი, რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, COVID-19-ით გარდაიცვალა, ამის შესახებ The Independent წერს.

სტუჟუკმა სამი დღის წინ "ინსტაგრამზე" პოსტი განათავსა, სადაც მის 1.1 მლნ ფოლოუერს ინფიცირების შესახებ ამცნო. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსით თურქეთში დაავადდა და ტესტი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ გაიკეთა. 

"მე ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც კორონავირუსის არ სჯეროდა, ვიდრე არ დავავადდი,"- დაწერა სტუჟუკმა და ასევე, აღნიშნა, რომ ვირუსი საკმაოდ მძიმე იყო. 

ერთი დღის შემდეგ, ბლოგერის ყოფილმა ცოლმა, სოფია სტუჟუკმა "ინსტაგრამზე" ქმრის გარდაცვალების შესახებ დაწერა. 

დღის ამბები