27 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა - კვარაცხელიამ "კურიერთან" თავდასხმის დეტალები გაიხსენა

ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ, ზუგდიდის პოლიციაში, რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში, ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა.

კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი აგრესიულად იქცეოდა და ბანკში შეჭრისთანავე,  ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

კვარაცხელიას თქმით, თავმდასხმელეს მასზე ავტომატი ჰქონდა დამიზნებული და კარნახობდა რა უნდა ელაპარაკა. 

"ბანკში მივედი, რომ ჩემთვის დამზადებული საბანკო ბარათი ამეღო. ავიღე რიგის ნომერი, რეალურად ერთი წუთის საქმე მქონდა, რიგში დგომისას გავიგე სროლა, დავინახე როგორ შემოვარდა კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი. ხელში ეჭირა ყუმბარა, რომელიც შემოსვლისთანავე მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ყველა გვიბრძანა დავწოლილიყავით, თუ არა და დაგვხოცავდა. 

ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გარედან ვიდეოკამერით იღებდა, მისი მიმართულებით ორჯერ გაისროლა. შემდეგ ოპერატორებთან მივარდა, ითხოვდა მენეჯერი, შემდეგ კი მენეჯერის მოადგილისთვის დაეძახათ.

თავმდამსხმელმა ერთ-ერთ მძევალს სთხოვა დაერეკა 112-ში. მასვე სთხოვა ფეისბუქზე მოეძებნა "ტვ.პირველი" და დაკავშირებოდა მათ. ამ ადამიანმა უთხრა, რომ არ სარგებლობდა სოციალური ქსელით. შემდეგ მეორე ადამიანს უთხრა, მან უპასუხა, რომ ინტერნეტი არ ჰქონდა და ასე მოვიდა ჩემამდე. დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა, მეც ვიმეორებდი მის ნალაპარაკევს,"-განაცხადა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ირაკლი კვარაცხელიამ. 

ირაკლი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსს, ავთანდილ გალდავას პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. 

დღის ამბები