ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.
პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
"ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკური აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რა მოხდა,"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია მოკვლევა.