27 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
მცირე ზომის საარჩევნო უბნები - "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანი მცირე ზომისაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

"წარმოუდგენელია, ამ პატარა, 25 კვადრატულ მეტრში ადამიანებმა ხმა მისცენ, ანდა - დამკვირვებლები შევიდნენ. ეს უბნები არ ექვემდებარება პროტოკოლს და არ ექვემდებარება იმ დადგენილებას, რომელიც არსებობს ცესკოში.

მე მინდა, მივმართო ქალბატონ თამარ ჟვანიას და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ გობეჯიშვილს, რომელიც არის ისანში, ნუ გააკეთებენ იმას, რომ დანაშაულის მონაწილეები გახდნენ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები