27 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
თეა წულუკიანის განცხადებით, ზუგდიდის სპეცოპერაციისას პოლიციამ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა

ოპოზიციისგან განსხვავებით, ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მმართველი გუნდი კმაყოფილია. თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულმა პოლიციამ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა.

"მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ მძევლების სიცოცხლე გადარჩა. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა შეგახსენოთ, რაც არის ევროპული სტანდარტი, როდესაც პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ ამ სტანდარტზე,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თეა წულუკიანი. 

"ხელმოცარულ ოპოზიციას წყინს, რომ ჩვენი სამართალდამცავები მაღალი პროფესიონალიზმით არიან გამორჩეულები და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გარკვეული მანიპულაციებით ზიანი მიაყენონ ამ მიმართულებას, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, საზოგადოება და ის პროფესიონალები, ვინც ახლაც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები