27 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ხათუნა გოგორიშვილი ამომრჩეველზე საუბნო კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველზე საუბნო კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" გამარჯვების დაბალი შანსი აქვს, შესაბამისად, სასურველი შედეგის დაფიქსირებას მმართველი პარტია დაშინებით და მოსყიდვით შეეცდება.

"ადამიანები, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ 41 შემოხაზონ, აიძულეს, რომ კაბინიდან გამოსვლისას, გამოვიდნენ გახსნილი ბიულეტენებით და მათ დაანახონ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ ნამდვილად "ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა. 

გუშინდელი და დღევანდელი ღამე "ქართულ ოცნებას" აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ვერანაირი მაკარონით, ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან, ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

დღის ამბები