05 მაისი 2024,   02:22
ვრცლად
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც დომინიკ რააბი აცხადებს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის პირველი პირის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადება, რომელიც ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოდის, მიუღებელია.

ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისლამის საწინააღმდეგო ნაბიჯებში დაადანაშაულა და მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია.

საქმე ეხება მაკრონის მიერ პარიზში პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამი კრიზისშია და საფრანგეთში "ისლამური სეპარატიზმის საფრთხე არსებობს“.

დღის ამბები