27 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
დღევანდელ არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი ბარიერი მოქმედებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. ბლოკებისთვის კი, ბარიერი მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით არის განსაზღვრული. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი პარტიაც არის ბლოკში გაერთიანებული, ბარიერიც იმდენი პროცენტი იქნება.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს შეადგენს. პოლიტიკური პარტიის, ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის, ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

დღის ამბები