01 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. დაპირისპირება კარვის გაშლას მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და გეგმავენ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათიონ. პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს, სამართალდამცველებმა დემონსტანტების მიერ გაშლილი კარავი აიღეს.

დღის ამბები