16 ოქტომბერი 2026,   23:39
ვრცლად
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: სულაც არ მაინტერესებს სხვა არაფერი, გარდა ერთისა: მინდა, ეს ომი დასრულდეს! მხოლოდ ეს მაინტერესებს!

"გადაგავიწყდათ, რომ ომი პუტინმა დაიწყო? - ჟურნალისტის კითხვას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ ამ ომის დასრულება აინტერესებს.

"სულაც არ მაინტერესებს სხვა არაფერი, გარდა ერთისა: მინდა, ეს ომი დასრულდეს! მხოლოდ ეს მაინტერესებს!"- აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა იმავე კითხვაზე საპასუხოდ, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ სამხედროებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ომში საშუალოდ ყოველთვიურად 25 000 სამხედრო იღუპება

"საშუალოდ ყოველთვიურად 25 000 სამხედრო იღუპება. გასულ თვეს 32 000 სამხედრო დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერს ასევე სურს ამ ომის დასრულება. და მჯერა, რომ ის დასრულდება. ეს არის ერთადერთი, რაც მადარდებ," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები