16 ოქტომბერი 2026,   23:23
ვრცლად
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოში ახალი სასტუმრო კომპლექსი "ასკანელი რეზორტი" გაიხსნა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოში ახალი სასტუმრო კომპლექსი "ასკანელი რეზორტი" გაიხსნა, რომელშიც სახელმწიფომ და კერძო ბიზნესმა ერთობლივად 35 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.

სასტუმრო კომპლექსისა და ხუთვარსკვლავიანი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორის - Wyndham-ის ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებითა და პარტნიორობით შედგა, რაც კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახალ სასტუმრო კომპლექსში რომლის გახსნასაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო 100 ადამიანი იქნება დასაქმებული. 

დღის ამბები