05 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო მონაცემებით ჯო ბაიდენი ლიდერობს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენი ლიდერობს.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატს საარჩევნო კოლეგიიდან 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს კი 214.

პრეზიდენტობისთვის კი 538 წევრიანი კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმის მოპოვებაა საჭირო.

ამ ეტაპზე ხმის დათვლის პროცესი გრძელდება ნევადის, ალასკის, ჯორჯიის, პენსილვანიისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პენსილვანიაში ხმების დათვლა შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

დღის ამბები