08 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობები დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობები დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. პარტიები, რომლებიც არ ენდობიან ცესკოს მონაცემებს, საზოგადოებას მიმართავენ, რომ მივიდნენ კვირას დაგეგმილ აქციაზე. რიგდება საინფორმაციო ფლაერები. პროტესტის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებას და არჩვენების ახლიდან ჩატარებას ითხოვენ.

ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელმა პროტესტმა გააერთიანა ყველა ის ოპოზიციური ძალა, რომელიც არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

"ნახავს, როგორ ისჯებიან ხმის ქურდები და როგორია ადამიანების რისხვა ხმების გაყალბების გამო," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ შედეგი, რომელიც ცესკომ არჩევნებთან დაკავშირებით დადო, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს და სწორედ ამიტომ თავის ნებას საქართველოს მოქალაქეები კვირას საპროტესტო აქციაზე გამოხატავენ.

"ლელოს" წარმომადგენელი ლანა გალდავა ხელისუფლებას მოუწოდებს რომ გონს მოეგონ, შეცვალონ ცესკო და დროულად ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები.

დღის ამბები