26 ნოემბერი 2026,   08:39
ვრცლად
მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვას მმართველი გუნდი აფასებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ.

რეზოლუციის შესახებ საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ზვიად შალამბერიძე, ევროპარლამენტს მორიგ ტყუილსა და უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს.

"მორიგი ტყუილები, ბრალდება, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული და გამოვიდნენ საპატიმროდან. დარწმუნებული ვარ, მათ რიცხვს კიდევ შეუერთდებიან დანარჩენები, როგორც ლიდერები, ისევე ის შემსრულებლები, რომლებიც დღევანდელ დღეს იმყოფებიან საპატიმროში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები