02 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მთავრობა სანქციებს აწესებს - პირი რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედებულ შეზღუდვებს დაარღვევს დაჯარიმდება

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი რეგულაციების ფარგლებში კონკრეტული სანქციები გატარდება და პირი რომელიც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევს დაჯარიმდება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ცქიტიშვილი ამბობს, რომ როგორც კი ვირუსის გავრცელების მასშტაბები დასტაბილურდება, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

"ეს არის ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც ამ ეტაპზე იქნა შემუშავებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ. მოგეხსენებათ, რომ ყველა ასეთი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა და მათი ინტენსივობა და მასშტაბი ყალიბდება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და როგორც არა ერთხელ აღვნიშნეთ, როგორც შეზღუდვების მასშტაბი, ასევე მათი ინტენსივობა და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ქცევაზე, იმაზე თუ რამდენად სწორად მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ამ წესების დაცვა აუცილებელია პოლიტიკური საქმიანობის დროსაც.

შეზღუდვების როგორც დაწესება, ასევე მისი მოხსნა არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავასტაბილუროთ ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ დავუშვათ ასეთი სწრაფი დინამიკით ზრდა, შესაბამისად, როგორც კი დავინახავთ, რომ ამ შეზღუდვებს ერთობლიობამ მოგვცა გავრცელების დასტაბილურება, ბუნებრივია ეს შეზღუდვები იქნება ასევე ეტაპობრივად მოხსნილი, “ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებულ წესს დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

"ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული უკვე კანონმდებლობით, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც რის დაწესებული, კერძოდ 2 ათასი ლარი კერო პირის შემთხვევეაში," - ამბობს ცქიტიშვილი.  

დღის ამბები