19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა

რეგიონში ხუთ კვირიანი ომი დასრულებულია. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშიანიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან შეთანხმებისას მიიღო. 9 პუნქტიანი დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკვე დაიწყო.

ვრცელდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. მევლუთ ჩეუშოღლუმ აზერბაიჯანს მხარი დაუჭირა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას გამარჯვება მიულოცა.

"აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან. გულწრფელად გილოცავთ ამ ბედნიერ მიღწევას," - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დიდი ტრაგედიაა და მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები სისხლის ღვრის გარეშე გაგრძელდება.

"ის, რაც ყარაბაღში ხდება მართლაც დიდი ტრაგედიაა. დიდი კმაყოფილებით მინდა ავღნიშნო, რომ მიღწეულია კომპრომისი მხარეებს შორის და ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე დასრულდა. იმედს გამოვთქვამ, რომ მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცოტა ხნის წინ სომეხ ხალხს სომხეთის პატრიარქმა მიმართა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად გარეგინ მეორემ როგორც სომხეთის, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ მათ მოსახლეობას საკუთარი გადაწყვეტილებები აუხსნან.

"ეროვნული ერთიანობის დასაცავად მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავი შეიკავოთ ემოციების ზედმეტი დემონსტრირებისგან, რომელიც გვაზარალებს. თავიდან ავიცილოთ ძალადობა და არეულობა. მოვუწოდებთ სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და საკმარისი ახსნა განმარტება," - აცხადებს ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგონ მეორე.

დღის ამბები