ისტორიული მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, "დინამო არენაზე" მაყურებლის გარეშე ჩატარდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით სტადიონზე მაყურებელი არ დაუშვეს და ისინი თამაშს სტადიონთან განთავსებულ დიდ ეკრანზე უყურებდნენ. სპეციალური სივრცე ქომაგებისთვის "გირჩის" ორგანიზებით მოეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში 22 საათის შემდეგაც მიმდინარეობდა, გულშემატკივრებმა ტერიტორია არ დატოვეს. გულშემატკივრებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ადგილზე არავინ დაუჯარიმებიათ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქომაგების ნაწილი საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა სტადიონისგან მოშორებით 2000 ლარით მაინც დააჯარიმეს.
საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში, ქართველების დამარცხებით ანგარიშით 0:1 დასრულდა. ჩრდილოეთ მაკედონია ამ მატჩის შემდეგ შეძლებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილება მიიღოს.