19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ხმაურიანი აქცია DFF-სთან წაგებული მატჩისა და პოსტიდან წასული მთავარი მწვრთნელის შემდეგ - ვლადიმირ ვაისი შესაძლოა გია ჭიაბრიშვილმა ჩაანაცვლოს

სამოქალაქო აქტივისტები დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინდელი მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების გასაპროტესტებლად მივიდნენ. აქცია ფედერაციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ აკვირდებოდნენ სტადიონის ტრიბუნებიდან "ქართული ოცნების" გენერალური და აღმასრულებელი მდივნები თამაშის მიმდინარეობას.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ფეხბურთის ფედერაციის კანცელარიაში ჩაფუშული ბურთის, წითელი ბარათის და ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორიის საბჭოთა ტოტალიტარიზმზე - "ცხოველების ფერმის" დატოვება გადაწყვიტეს. სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ჩხუბის დროს დაშავდა ერთი ადამიანი.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის დროს გუშინ დაჯარიმებულ პირს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. რაც შეეხება სტადიონზე თბილისის მერის ყოფნას, კახა კალაძე განმარტავს, რომ ის "უეფას" დელეგაციამ და ფეხბურთის ფედერაციამ მიიწვია.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა, სტუმრებმა 90 წუთის განმავლობაში უკეთესი თამაში აჩვენეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხეს. მატჩის შემდგომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 

ნაკრების უსახურ თამაშზე საკადრო პრობლემებმაც იმოქმედა, ტრავმების გამო ფინალი გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმაკორონავირუსის გამო კი ლევან შენგელიამ და გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვეს.

დღის ამბები