27 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდში მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება ან დაახლოება მოხერხდება

"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ მესამე რაუნდზე პოზიციების საბოლოო შეჯერება თუ არა, დაახლოება მაინც მოხერხდება. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ვადამდელი არჩევნების თემა არ განიხილება, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება მოხდეს სხვა ბევრი მიმართულებით - მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით. 

"ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრა შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც რეკომენდაციებში არის ასახული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თუ დამკვირვებლების მიერ. ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო ერთი რამ, ვინაიდან იკვეთება მათგან ულტიმატუმი, ქართველი ხალხის ნების  რევიზია ვერ მოხდება, ვინაიდან, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას,“ - განაცხადა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები