27 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პარალელურად გაღრმავებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ. 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დახმარების პაკეტები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს. 

"სამწუხაროდ, ის საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, ვერ დააკომპენსირებს იმ მიუღებელ შემოსავალს გინდ ფიზიკური, გინდ იურიდიული პირისთვის, რომელსაც ის გეგმავდა, რომ მიეღო თავისი ბიზნესიდან ან სამუშაო ადგილიდან. ბიუჯეტს უმცირდება შემოსავლები, ამასთან, ეზრდება ხარჯები, ჯანდაცვის სისტემაზე არის უმძიმესი ზეწოლა - ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ზუსტი რეაგირება იმისთვის, რომ სიტუაცია კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ სტაბილურ მდგომარეობაზე და შემდგომ დავძლიოთ სრულად,"-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

"გარკვეულ პროდუქტებზე გარდაუვალია ფასების ზრდა. მაგალითად, როდესაც იყო პირველი ტალღა ამ ვირუსის, ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრმა სახელმწიფომ მათთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროდუქტებზე შეზღუდა ექსპორტი, ანუ ჩვენთვის იმპორტი. შესაბამისად, ასეთ პროდუქტებზე გაზაფხულზე გვქონდა ფასების ზრდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული,რომ გარკვეულმა ქვეყნებმა დააწესონ ასეთ პროდუქტებზე შეზღუდვები - მაგალითად, ხორბალზე, შაქარზე, რაც ზოგადად ითვლება სტრატეგიულ პროდუქტებად,"-განაცხადა ოთარ ანგურიძემ. 

დღის ამბები