27 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა.

ინდექსის თანახმად, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7- წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

"რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დღის ამბები