26 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
34 000-ზე მეტი დევნილი მთიან ყარაბაღში დაბრუნდა - სომხური მედია

34 000-ზე მეტი დევნილი მთიან ყარაბაღში დაბრუნდა. როგორც სომხური მედია იუწყება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესი, რუსი სამშვიდობოების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.

სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში დაბრუნებასაც ითვალისწინებს, დევნილების უსაფრთხო დაბრუნების პროცესზე პასუხისმგებლობა სამივე მხარემ აიღო.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

დღის ამბები