საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. უკვე ორი კვირაა, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს უახლესი პოლიტიკური წარსულის შეფასება მიმდინარეობს. პროცესის მთავარი საკითხი კი ხუთი პოლიტიკური სუბიექტის სამართლებრივი და პოლიტიკური მომავალია.
ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პოლიტიკური დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები - მოვლენები, რომლებმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური რეალობა განსაზღვრა, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შეფასების საგანია.
რვა სხდომის შემდეგ, სასამართლოში ათდღიანი პაუზა გამოცხადდა, თუმცა მთავარი სამართლებრივი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. 9 ნოემბერს პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპით განახლდება, რასაც მოწმეებისა და ექსპერტების მოსმენა, მხარეთა პაექრობა და დასკვნითი სიტყვები მოჰყვება. მხოლოდ ამის შემდეგ გავა პლენუმი სათათბიროდ.