01 ნოემბერი 2026,   18:42
ვრცლად
არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, როცა დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელი

გერმანიაში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გერმანიის რამდენიმე ქალაქში გამართული დემონსტრაციები და მისი შედეგები, რასაც მაღაზიების ძარცვა და დაკავებები მოჰყვა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, ამ შედეგებთან გამკლავება კი გერმანიაში მხოლოდ მათ პარტიას, AfD-ს შეუძლია.  

"გუშინდელი არეულობები CDU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის) იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა და ხელს უწყობდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, რომლის პირობებშიც დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ.

გუშინდელ მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") შეუძლია. დაშავებულ პოლიციელებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს AfD-ის ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფრანკფურტში, ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, ცხოვრების მაღალ ფასს, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ადგილი ჰქონდა სამართალდამველებთან შეტაკებებს, დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები, არიან დაკავებულები.

დღის ამბები