27 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში დღეიდან ვაქცინაცია იწყება - პრიორიტეტი 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და მედპერსონალს მიენიჭება

გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით ჰოსპიტალიზირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. მონაცემების მატების გამო შეზღუდვების გახანგრძლივებას განიხილავს საფრანგეთი, სადაც ლოქკდაუნი გეგმის მიხედვით 15 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ვირუსი დაუდასტურდა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს. ტესტის პასუხი მან მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დროს შეიტყო, რის გამოც იზოლაციაში გადავიდნენ და თავიანთი ტესტის პასუხებს ელოდებიან იტალიის მთავრობის სხვა წევრები.

დღეიდან ვაქცინაცია იწყება დიდ ბრიტანეთში - პრიორიტეტი 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და მედპერსონალს მიენიჭება. წლის ბოლომდე ამერიკულ-გერმანული კომპანიების წარმოებული ვაქცინის 250 000-მდე დოზას მიიღებს კანადა. ხვალ კი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ამერიკულ ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეებს ექნებათ და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემენ დახმარების სახით სხვა ქვეყნებისთვის.

დღის ამბები