27 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
კვლევების მიხედვით, იტალიაში კორონავირუსის ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა - ზოგიერთი სახელმწიფო შეზღუდვებს უფრო ამკაცრებს

იტალიაში კვლევების შედეგად დგინდება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცირკულირებდა. covid-19-ის სიმპტომები მაშინ წითელას შემთხვევებს მიაწერეს.

მძიმეა კოვიდ ვითარება სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. შობის მოახლოებასთან ერთად ქვეყნები ზომების გამკაცრებას განაგრძობენ, გერმანია შეზღუდვებს 10 იანვრამდე გაახანგრძლივებს.

ევროპა იმედს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე ამყარებს, რომლის გამოყენების ნებართვაც ევროკავშირმა 27 დეკემბრამდე უნდა გასცეს. ვაქცინაციის დაწყებას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატებიც. ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რაოდენობის მიხედვით კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

დღის ამბები