21 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
არასამთავრობოების დაგვიანებული აღიარება - ცესკო, "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭირვალობა" - არჩევნების შედეგები ყველგან ერთნაირია

"სამართლიანი არჩევნებისგან" მმართველი პარტია ბოდიშის მოხდას ითხოვს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ISFED-ს პარალელური დათვლის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე ჰქონდა, ვიდრე გაასაჯაროვა და ამით ხელი შეუწყო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებას.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, შეცდომის საჯაროდ აღიარება ორგანიზაციას იძულებით მას შემდეგ მოუხდა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ფასილიტატორი ელჩები შესაძლო ხარვეზის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა. 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებას ორგანიზაციის დისკრედიტირების მცდელობად აფასებს ISFED-ის ხელმძღვანელი. ელენე ნიჟარაძემ პასუხი მმართველი გუნდის ლიდერს მალევე გასცა. ის ადასტურებს, რომ ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის შიდა აუდიტი არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო. სისტემური ხარვეზის შესახებ საჯარო განცხადება კი ამ აუდიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. 

"სამართლიანი არჩევნები" დღეს ერთადერთი არასამთავრობო ორგანზაცია არ ყოფილა, ვინც მმართველმა გუნდმა ბრიფინგზე ახსენა.

ირაკლი კობახიძემ დღეს განცხადა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხმების პარალელური დათვლა ”საერთაშორისო გამჭვირვალობამაც” ჩაატარა, თუმცა ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა. ფაქტი უარყო ეკა გიგაურმა, რომლის განცხადებით, ორგანიზაციას პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, თუმცა არჩევნების დღეს დამკვირვებლების მეშვეობით საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებდა. ოქმები ემთხვევა იმ ოქმებს, რომლებიც ატვირთულია ცესკოს საიტზე.

 

 

დღის ამბები