28 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის ერთი წლით შეწყვეტას გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში არ ჩაერთვება, არის გამიზნული მისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად დაფიქრდნენ ბოიკოტის გადაწყვეტილების მიღებამდე.

წამყვანის კითხვაზე, პარლამენტში ოპოზიციის შესასვლელად რატომ ვერ მოიძებნა წახალისების სხვა მეთოდი, - "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საკმარისი წამახალისებელი ნაბიჯი გადადგა:

"მეტი რა წავახალისოთ, ვეუბნებით, რომ გადავთვლით ყველაფერს და 1% ცდომილება იქნება, რიგგარეშე არჩევნებს ვნიშნავთ. ვეუბნებით, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდება სისტემის კუთხით და საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით. იმდენი რამე დავდეთ ჩვენ მაგიდასთან, რომ მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები