10 იანვარი 2025,   15:35
ვრცლად
ბენზინმზიდი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - თურქეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თურქეთში, ადიამანის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ავარიის შედეგად კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში მკურნალობას გადიან და მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები