27 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ავსტრიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა

ავსტრიის პოლიციამ ვენაში, ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

როგორც ვენის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული 26 წლის პირია. ის წარმოშობით ავღანელი, ავსტრიის მოქალაქეა. მისი დნმ-ის ნიმუში იმ ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოაჩინეს, რომლითაც ჯიჰადისტმა ოთხი ადამიანი მოკლა. მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ნოემბრის დასაწყისში 20 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ვენის ცენტრში ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით უკვე დაკავებულია 15 ადამიანი.

დღის ამბები