27 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
მთავრობის ვალი 60%-იან ზღვარს აჭარბებს - ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მძიმე ეკონომიკურ ვითარებას პასუხობს

დიდი ოდენობის ვალსა და ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მაკრო-ეკონომიკურ ვითარებას აღიარებენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არსებულ რეალობას ასახავს.

მეათე მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუჯეტი გუშინ პირველ სხდომაზე განიხილა.

"შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი. მაკროეკონომიკური პარამეტრები. დიფიციტი არის 7.6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკუპლუოზურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება როგორც თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ბიუჯეტის პროექტი ასახავს არსებულ რეალობას," - აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოოდ კორექტირებულ პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ხვალ, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. კენჭისყრაში მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მესამე კენჭისყრამდე ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ ფორმატში განიხილა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ დასწრებია.

დღის ამბები