27 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
პირი რომელმაც ქალაქ ნეშვილში აფეთქება მოაწყო დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს 

ამერიკელი სამართალდამცავების ინფორმაციით, დნმ-ის ანალიზითა და სხვა მტკიცებულებებით ამოცნობილია პირი, რომელმაც ქალაქ ნეშვილში აფეთქება მოაწყო. 63 წლის ენტონი უორნერი აფეთქების დროს დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, უორნერი მარტო მოქმედებდა. მისი მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე აფეთქება 25 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ფურგონიანი ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.

დღის ამბები