27 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
ჩინეთში ჟურნალისტს რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთში სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მას პრობლემის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. დაკავებული ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებდა.

ჟანგი პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სასამართლომ კორონავირუსის გაშუქებისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისთვის, სამი კორესპოდენტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა.

დღის ამბები