19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენ, მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს - თეა წულუკიანმა ომბუდსმენის აპარატი ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას გააკრიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტს განიხილავდნენ, დღეს თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კომიტეტებზე განხილვის პროცესს უნდა ესწრებოდეს. არ არის გამორიცხული, პარლამენტმა იმ პირების საკითხი განიხილოს, ვისაც გრძელვადიანი სასჯელი აქვს.

"უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს.

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ ხმა, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან უვადო პატიმრები და ზოგადად პატიმრები,"- დასძინა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები