27 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ირაკლი კოვზანაძის თქმით, დამძიმებული მაკროეკონომიკური ფონის მიუხედავად, 2021 წლის ბიუჯეტი სრულად მოიცავს და პასუხობს სოციალურ ვალდებულებებს

დღეს რიგგარეშე სესია უნდა გაიმართოს, სადაც დეპუტატები განიხილავენ 2021 წლის ბიუჯეტს. პროექტი ერთი მოსმენით უნდა განიხილონ და ამის შემდეგ 2021 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოფიციალურად  დაამტკიცებენ. ბიუჯეტი 18 400 000 000 ლარით განისაზღვრა. 

ბიუჯეტი 4.3 ეკონომიკურ ზრდაზეა გაწერილი. რაც შეეხება სირთულეებს, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი - 7.6%. ასევე პრობლემური საკითხია ვალი, რომელიც რისკის ზონას 60%-იან ზღვარს არის გადაშორებული. 

"ქვეყანაში საკმაოდ დამძიმებული მაკროეკონომიკური ფონი გვაქვს. ბიუჯეტში არის ჩადებული პარამეტრები, რომ დეფიციტი არის 7.6%. ასევე, ვალი აჭარბებს კრიტიკულ ზღვარს 60%-ს, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ მძიმეა.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ჩადო ის ყველა ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ვგულისხმობ სოციალურ ვალდებულებას. 5 მილიარდზე მეტია იმისათვის გათვალისწინებული, რომ მოვემსახუროთ კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

 

დღის ამბები