27 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
დონალდ ტრამპი 6 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი 6 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არჩვენების გაყალბებას აპროტესტებს.

დონალდ ტრამპის თქმით, 6 იანვარს დაგეგმილ აქციაზე არჩევნების გაყალბების შესახებ დიდი რაოდენობით მტკიცებულებას წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

მსვლელობა 6 იანვარს ვაშინგტონში დილის 11 საათზე დაიწყება.

მანამდე CNN-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ 6 იანვარს 140 რესპუბლიკელი კონგრესმენი და რამდენიმე სენატორი კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას და ბაიდენის გამარჯვებას მხარს არ დაუჭერს.

შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 15 დეკემბერს დაამტკიცეს.

დღის ამბები