27 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება.

მოლაპარაკების მთავარი თემა არსებული რეგულაციებია, რომელიც 1 თებერვლამდე  ძალაში რჩება. 

მთავრობის გადაწყვეტილებას, შეზღუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძილვებასთან დაკავშირებით, აკრიტიკებენ ბიზნეს სექტორში.

"მოლოდინი პირიქით გვქონდა, რადგან ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, ასევე, დეკემბერში გახსნამ, რეალურად დაგვანახა, რომ არ გამოიწვია სიტუაციის გართულება. შესაბამისად გადაწყვეტილება გაურკვეველია,"-აცხადებს "ბიბლუსის" ჯგუფი წარმომადგენელი ირაკლი გაგნიძე.

"გარკვეული დაშვება გვქონდა, იმიტომ რომ დეკემბერში ვიმუშავეთ დამატებითი რეგულაციებით, რომელმაც ფაქტობრივად ნავაჭრი გაანახევრა, რა თქმა უნდა, აჯობებდა იანვარში გახსნილი ვყოფლიყავით,"-განმარტავს "გლდანი მოლის" დირექტორის მოვალეობის შემრულებელი თინა კუხიანიძე.

"ნათვამი გვქონდა თავიდანვე, რომ იანვარი ჩვენთვის მკვდარი სეზონია, შესაბამისად, ჩვენი მოიჯარეების მუშაობა იმ დონეზე არ არის, განსაკუთრებით, თუ ყურადღება მიექცევა რეგულაციებს და შეზღუდვებს, თუ ეს შეზღუდვა დარჩა, რაც იყო 20 კვადრატულზე ერთი ვიზიტორი, ამ გადასახედიდან ამ თვეში ბევრი ობიექტის მუშაობას დიდად აზრი არ აქვს, ამიტომ კრიტიკულია მოვისმინოთ დღეს რას გვეტყვიან,"-აღნიშნავს თბილისი ცენტრალი ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი.

"წინაპირობა იყო, რომ უნდა გავმკლავებოდით დეკემბერში წინასაახალწლო შოპინგს, რაზეც არაერთი კომპლიმენტი მივიღეთ, რომ კარგად გავართვით თავი სექტორმა, მეორე, წერტილოვანი შეზღუდვები ეპიდემილოგიურ სიტუციას გააუმჯობესებდა, რასაც ვისმენთ ასეა და ამიტომ არ ველოდით, რომ გადაიწია გახსნამ პირველი თებერვლისთვის,"- აცხადებს "რითაილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი რევაზ მაღალაშვილი.

დღის ამბები