27 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
ევროპის ქვეყნები დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ

კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა ბელგიაში.

მონაცემების მატების გამო 9 თებერვლამდე ახანგრძლივებს შეზღუდვებს ნიდერლანდებიც. შესაძლოა მომდევნო 8 ან 10 კვირით გახანგრძლივოს მკაცრი საკარანტინო რეგულაციები ანგელა მერკელმა გერმანიაში.

კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა გასულ დღე-ღამეში შეერთებულ შტატებში. ჩინეთში კი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საბერძნეთის პრემიერი ევროკავშირს ე.წ ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები