27 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
იტალიაში მოხუცთა თავშესაფარში გაზის გაჟონვას 5 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში მოხუცთა თავშესაფარში 5 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. მხუთავი აირით მოიწამლა 7 ადამიანი, მათ შორის 2 მედპერსონალია.

იტალიის სახანძრო სამსახურის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მოხდა.

დღის ამბები